ანაზღაურება გაცდენილი მატჩებისთვის - ნიდერლანდებში მსაჯებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარნენ
ანაზღაურება გაცდენილი მატჩებისთვის - ნიდერლანდებში მსაჯებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარნენ

ნიდერლანდების სამეფოს საფეხბურთო კავშირმა მეფური გადაწყვეტილება მიიღო – ორგანიზაცია დაეხმარება არბიტრებს და იმ მატჩების ანაზღაურებას გადაუხდის, რომლებიც მათ კრიზისის პერიოდში, მარტსა და მაისში უნდა ემსაჯათ. ინფორმაციას გამოცემა „დე ტელეგრააფი“ ავრცელებს.

„კოროვირუსული პანდემიისა და ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების გამო, ჰოლანდიელმა არბიტრებმა ძირითადი შემოსავალი დაკარგეს. ნიდერლანდებში ეროვნული ჩემპიონატი მარტის დასაწყისიდან ყველა დივიზიონში შეჩერებულია. ასეთ ვითარებაში, ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის კავშირის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, არბიტრებისთვის გადაეხადათ ის თანხა, რომელიც მათ მარტსა და მაისში ჩატარებული კალენდარული მატჩებისთვის უნდა მიეღოთ. ამ ფულით ისინი უახლოეს თვეებში კრიზისის გადალახვას შეძლებენ“ – წერს გამოცემა.

ბევრ ნიდერლანდელ მსაჯს დამატებითი შემოსავალი აქვს. მათ შორის არიან სუპერმარკეტის და სავიზო მომსახურების პროფილის კომპანიის მფლობელები, პოლიციის თანამშრომლები, ლექტორები. თუმცა, უმრავლესობისთვის მსაჯობა და მათი თანაშემწეობა ერთადერთი სამუშაოა. ისინი ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის კავშირთან სტანდარტულ კონტრაქტს აფორმებენ და ყოველთვიურად ფიქსირებულ ხელფასს იღებენ – 25-დან 400 ევრომდე. მათი მოგება ძირითადად დამოკიდებულია იმ მატჩების რაოდენობაზე, რომელსაც განსჯიან.

ნიდერლანდების მთავარ ლიგაში მთავარი არბიტრი თითო თამაშში 3,340 ევროს იღებს, ხოლო მისი თანაშემწეები – 1,670 ევროს. გარდა ამისა, მსაჯებს ერიცხებათ 1,075-დან 1,670 ევრომდე, თუ ისინი VAR-ის ვიდეო ასისტენტის როლს ასრულებენ.