„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ოთხი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ოთხი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე, აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო.

საგამოძიებო უწყება დაკავებულებს საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები აქციას დილიდან მართავდნენ. ისინი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციაზე ათი პირი დააკავეს, მათ შორის იყვნენ, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.