ანალენა ბერბოკმა მხარი დაუჭირა დევიდ ქემერონის წინადადებას, გაცვალონ ფრთოსანი რაკეტები, რათა უკრაინამ შორი დისტანციის იარაღი მიიღოს
ანალენა ბერბოკმა მხარი დაუჭირა დევიდ ქემერონის წინადადებას, გაცვალონ ფრთოსანი რაკეტები, რათა უკრაინამ შორი დისტანციის იარაღი მიიღოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მხარი დაუჭირა ბრიტანელი კოლეგის, დევიდ ქემერონის წინადადებას, გაცვალონ ფრთოსანი რაკეტები, რათა უკრაინამ შორი დისტანციის იარაღი მიიღოს.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ სხვა აღჭურვილობის ასეთი გაცვლა უკვე განხორციელდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელ იარაღზე იყო საუბარი.

„ეს იქნება ვარიანტი. გაცვლა, ასე ვთქვათ, გერმანული გამოგონებაა. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ სხვა აღჭურვილობით რამდენიმე ხნის წინ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა შესთავაზა გერმანიას, გაცვალონ „ტაურუსის“ რაკეტები ბრიტანულ „შტორმ შადოუში“, უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მისაწოდებლად.