დევიდ ქემერონმა შესთავაზა გერმანიას, გაცვალონ „ტაურუსის“ რაკეტები ბრიტანულ „შტორმ შადოუში“, უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მისაწოდებლად
დევიდ ქემერონმა შესთავაზა გერმანიას, გაცვალონ „ტაურუსის“ რაკეტები ბრიტანულ „შტორმ შადოუში“, უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მისაწოდებლად

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა შესთავაზა გერმანიას, გაცვალონ „ტაურუსის“ რაკეტები ბრიტანულ „შტორმ შადოუში“, უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მისაწოდებლად.

გერმანულ გამოცემა „სუდოიჩე ცაიტუნგთან“ ინტერვიუში დევიდ ქემერონმა აღნიშნა, ბრიტანეთი მზად არის, განიხილოს ყველა ვარიანტი უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.

დევიდ ქემერონის იდეა არის, რომ გერმანიამ ბრიტანეთს გადასცეს „ტაურუსის“ რაკეტები და სანაცვლოდ ბრიტანეთი უკრაინას „შტორმ შადოუს“ დამატებით რაკეტებს გადასცემს.

„ჩვენ მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ამ და ყველა სხვა საკითხზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას. სავსებით შესაძლებელია, დაწესდეს შეზღუდვები ამ იარაღის გამოყენებაზე, რათა მათ არავითარ შემთხვევაში არ შეუწყონ ხელი კონფლიქტის ესკალაციას“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.