ანა წითლიძე - ისევ ერთობის ხათრით არ განვავრცობ, თორემ 88 ათასი ხელფასი გაღატაკებულ ქვეყანაში არაა ცუდი
დიდი შეცდომა იყო ზუგდიდში ქოცური ბიუჯეტისთვის ქოცებთან ერთად ხმის მიცემა, ეს ვერ გადაიფარება ვერანაირი გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით. ხალხი დებილი არ არის. შეიძლება, ცოტა ხნით მოატყუო, მაგრამ მუდმივად ვერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეალობა ასეთია, რომ ცესკო-მ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ყველა პარტიას დაფინანსებაზე, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ უნდა ეპასუხათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი დატოვა უპასუხოდ.
„მოდი, ამასაც მე ვიკისრებ და მერე ერთობის ხათრით გავჩუმდები ცოტა ხანი. დიდი შეცდომა იყო ზუგდიდში ქოცური ბიუჯეტისთვის, ქოცებთან ერთად, ხმის მიცემა. ეს ვერ გადაიფარება ვერანაირი გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით. ხალხი დებილი არ არის. შეიძლება, ცოტა ხნით მოატყუო, მაგრამ მუდმივად ვერ. ჩვენ რომ არ გვეთქვა ამაზე საჯაროდ, ისე გაივლიდა თემა ვერც ვერავინ გაიგებდა და შერჩებოდა „ოცნებას” ოპოზიციით გაპრავებული ტიტუშკების გაზრდილი ხელფასების ბიუჯეტი. თან გვიმტკიცებენ, რომ ყველა ანუ სამი ოპოზიციური პარტია გაბოზდა (ბოდიში, საზოგადოებასთან) ერთადერთის გარდა:) რეალობა ასეთია, ცესკო-მ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ყველა პარტიას დაფინანსებაზე. ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ უნდა ეპასუხნათ, ჩვენ ჩავთვალეთ (სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც) რომ საერთოდ გვკიდია ცესკო, რას მოგვწერს რამეზე და დავტოვეთ უპასუხოდ. ახლა მეორე: ცესკო პარტიულ დაფინანსებას პარტიას მისცემს თუ არა დამოკიდებულია შემდეგზე: თუ პარლამენტში შევა სიის გასული დეპუტატების ნახევარი – და არანაკლებ ნახევრისა. ანუ ნაცებიდან 16 გავიდა და აქედან 8 თუ არ შევიდა, დაფინანსება არ ექნება პარტიას. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე, პარტია არ შევიდა, დაფინანსება არ არის. ენმ-ს სია ჩახსნილი აქვს და უარი თქვა მანდატებზე. შესაბამისად, პარლამენტის შესვლას არ ვაპირებთ. ეს, რა თქმა უნდა, ამ თემის სპეკულაციის ავტორებმაც იციან. ისიც იციან, რომ რუსულ ფულზე მათგან საუბარი უხერხულია. ისევ ერთობის ხათრით არ განვავრცობ, თორემ 88 ათასი ხელფასი გაღატაკებულ ქვეყანაში არაა ცუდი. მაგაზე თუა, უფრო ვრცლადაც შეიძლება, ვის ოლიგარქის პარტიას გვეძახდნენ და ვის საიდან რა დაფინანსება ჰქონდა ამ არჩევნებზე. ამიტომ, დაუშვით შეცდომა? აღიარეთ და კარგია. დანარჩენის გაშლა არ მგონია, გაწყობდეთ. შეცდომა ყველას მოსდის, შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს ისე, რომ თან თავს არ იმართლებდე და კიდევ უფრო მეტ შეცდომას არ უშვებდე, თორემ ხალხი ისედაც ხვდება და იცის. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia – თუ რამეს რიცხავთ, გვითხარით. ჩვენ აგერ გეუბნებით, თუ რამის დარიცხვას აპირებთ აქციების ორგანიზებისთვის გამოვიყენებთ და თქვენც გაგაგებინებთ“, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.