ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფოს სჭირდება კარგად გააზრებული კომპლექსური მიდგომები დანაშაულის პრევენციისთვის
ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფოს სჭირდება კარგად გააზრებული კომპლექსური მიდგომები დანაშაულის პრევენციისთვის

სახელმწიფოს დანაშაულის პრევენციისთვის ძალიან კარგად გააზრებული და კომპლექსური მიდგომა სჭირდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სახელმწიფოს ჰქონდა სრულიად არაადამიანური, ძალიან რეპრესიული, არაადეკვატური სისხლის სამართლის პოლიტიკა, სლოგანით  – ყველა ციხეში.

„ძალიან სამწუხარო იქნება ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეული ჯგუფები დღეს ისევ ამ მესიჯზე თუ დასხდებიან, ისევ გააკეთებენ მოწოდებას, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს არაადეკვატური, არაადამიანური და მან დაკარგოს ადამიანური სახე. გვახსოვს ამ ძალიან რეპრესიული სახელმწიფო მიდგომის ძალიან მძიმე ტრავმები, რომელიც დღემდე ამჩნევია ქართულ საზოგადოებას და კონკრეტულ ადამიანებს“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ყველა რგოლმა, ისევე როგორც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ, ყველამ გაიაზროს, სად არის ცვლილებების სივრცე და საჭიროება.

„როდესაც ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც მსჯავრდებული არაინ კონკრეტული დანაშაულისთვის, არასწორი და ძალიან ახლომხედველი მიდგომა იქნება სახელმწიფოსგან საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული დროით ადამიანების იზოლაცია მოხდება და ამით პრობლემები აღმოიფხვრება. ამ მიდგომით ძალიან შორს ვერ წავა ეს სახელმწიფო.

სახელმწიფოს სჭირდება მანამდეც და შემდგომაც ძალიან კარგად გააზრებული კომპლექსური მიდგომები დანაშაულის პრევენციისთვის, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაც. ყველა ამ მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები, მათ შორის საქმემაც აჩვენა კონკრეტული ჩავარდნები, რომელიც არის დანაშაულის პრევენციის და რესოციალიზაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით აუცილებლად სამუშაოა.