ანა ნაცვლიშვილი - ნარკოპოლიტიკის რეფორმა ჭიანურდება
ანა ნაცვლიშვილი - ნარკოპოლიტიკის რეფორმა ჭიანურდება

დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული და ვერ პასუხობს ლეგიტიმურ მიზანს, რომ შეამციროს ნარკოდამოკიდებულება, პირიქით არსებული ნარკოპოლიტიკა აჩენს ახალ პრობლემებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა მაღალი იყო, თუმცა რეფორმა ჭიანურდება.

„ვხედავთ, რომ რეფორმა ჭიანურდება. პრეზიდენტმა უკვე შეცვალა შეწყალების კომისიისადმი მიმართვის პროცედურა და ის არის ბევრად მარტივი. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ბრალად შერაცხული ნარკომოხმარება, გარდა ნარკოტრანზიტისა, გასაღებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილი დანაშაულებისა, ადამიანებს აღარ მოუწევთ თვეობით და წლობით ლოდინი, რათა მიმართონ შეწყალების კომისიას. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომ საქმეები კომისიამ ინდივიდუალურ რეჟიმში შეისწავლოს”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მედიის წარმომადგენლები პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა პირველ არხთან წაიკითხა.

გარდა ამისა, მიმართვის ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, შესაბამის კანონში შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.