ანა ნაცვლიშვილი - გამჭვირვალობის მომხრე ვარ და ყველამ უნდა დაიცვას, რასაც კანონი არეგულირებს, ჩვენს პარტიას კეზერაშვილი არ აფინანსებს, მასთან თანამშრომლობას ბევრი მიზეზის გამო არ ვგეგმავთ
ანა ნაცვლიშვილი - გამჭვირვალობის მომხრე ვარ და ყველამ უნდა დაიცვას, რასაც კანონი არეგულირებს, ჩვენს პარტიას კეზერაშვილი არ აფინანსებს, მასთან თანამშრომლობას ბევრი მიზეზის გამო არ ვგეგმავთ

ჩვენს პარტიას დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს, სხვებთან რა ხდება, კითხვა სხვა პოლიტიკურ აქტორებს დაუსვით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ კეზერაშვილთან თანამშრომლობის რესურსს რომ ხედავდეს, მასთან ითანამშრომლებდა.

„დაფინანსებას კანონმდებლობა არეგულირებს და შეგიძლიათ, მარტივად გაეცნოთ. „ლელოს“ დაფინანსება არის გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომია. საერთოდ, გამჭვირვალობის მომხრე ვარ და რასაც კანონი არეგულირებს, ყველამ უნდა დაიცვას, ჩვენ ამას ვიცავთ. ჩვენს პარტიას დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს, სხვებთან რა ხდება, კითხვა სხვა პოლიტიკურ აქტორებს დაუსვით. ჩვენ კეზერაშვილთან თანამშრომლობის რესურსს რომ ვხედავდეთ, ვითანამშრომლებდით. თანამშრომლობა არ გვაქვს და არ ვგეგმავთ ბევრი მიზეზის გამო. ვინ გვაფინანსებს და როგორ ვმუშაობთ, ცნობილია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.