ანა ნაცვლიშვილი - არანაირი ახალი საკითხები ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, მით უმეტეს „გირჩის“ მიერ წარდგენილი შვიდი საკითხი
ანა ნაცვლიშვილი - არანაირი ახალი საკითხები ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, მით უმეტეს „გირჩის“ მიერ წარდგენილი შვიდი საკითხი

არანაირი ახალი საკითხები ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, მით უმეტეს, „გირჩის“ მიერ წარდგენილი ეს შვიდი საკითხი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„მე შემიძლია გითხრათ „ლელოს“ პოზიცია – ჩვენ საპარლამენტო ბოიკოტი დავიწყეთ იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც ძალიან სწორად და სამართლიანად აისახა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში. ექვსი პუნქტი არის ის მინიმალური პაკეტი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია, რათა ქვეყანამ შეძლოს უკუსვლის შეფერხება, პოლიტიკური მშვიდობის მიღწევა და მუშაობა, რომ წინ წავიწიოთ. არანაირი ახალი საკითხები ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, მით უმეტეს, ეს შვიდი საკითხი. ჩვენი პოზიცია ასეთია. დანარჩენი ახლა, თუ ვინმეს რაიმე ახლის შემოტანა სურს ამ საკითხთან, მისი გადასაწყვეტი და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.