ანა დოლიძე - ზუსტად ისევეა ეს პროცესი სახალხო მოსმენა, როგორც იყო ცენტრალურ კომიტეტში მიმდინარე პროცესები
ანა დოლიძე - ზუსტად ისევეა ეს პროცესი სახალხო მოსმენა, როგორც იყო ცენტრალურ კომიტეტში მიმდინარე პროცესები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენა არის ბოლო პროცესი, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოლოოდ გაიფორმებს იმ სისტემას, რომელიც რვა წლის წინ უნდა დაენგრია.

ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის საკითხზე საუბრისას, პარლამენტში მიმდინარე პროცესი ცენტრალურ კომიტეტს შეადარა.

„უმკაცრესი კონტროლია პარლამენტში შემოსვლაზე. თაგვიც ვერ შემოაღწევს ამ შენობაში. ამის უკან არის ხალხის აზრის და ამ პროცესის სახალხოობის უდიდესი შიში. ზუსტად ისევეა ეს პროცესი სახალხო მოსმენა, როგორც იყო ცენტრალურ კომიტეტში მიმდინარე პროცესები. ამიტომ იმ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესს ატარებენ და ერთსა და იმავე გზავნილებს იმეორებენ, მხოლოდ და მხოლოდ „ოქტომბრელები“ შეიძლება ეწოდოთ. სამწუხაროდ, ეს არის ამ ფასადური პროცესის ბოლო ეტაპი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოფიციალურად გაიფორმებს სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ რვა წლის წინ უნდა დაენგრია მას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. დეპუტატები დღეს პირველ კანდიდატს, თამარ ალანიას უსმენენ.