ანა დოლიძე - თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი
ანა დოლიძე - თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი

თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

„დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით დღეს ჩვენ გვჭირდება „აიფონ 11“ მაშინ, როდესაც გვაქვს ფარნიანი ტელეფონი“, – განაცხადა ანა დოლიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ 29 ივლისს განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

„ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს. ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფარნიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა“, – განაცხადა დოლიძემ.