ანა დოლიძე - მივიღე გადაწყვეტილება, ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა
ანა დოლიძე - მივიღე გადაწყვეტილება, ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა

ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

მისი თქმით, წინ დიდი ბრძოლა იქნება.

„ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს. ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფარნიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა“, – აცხადებს დოლიძე.