ანა დოლიძე - სერგო მეთოფიშვილი არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღების ხუთ წუთსაც კი
ანა დოლიძე - სერგო მეთოფიშვილი არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღების ხუთ წუთსაც კი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილი საზოგადოების ყურადღებას არ იმსახურებს.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, მეთოფიშვილს „ფეისბუქ“ სტატუსებსა და კომენტარებს არ შეაფასებს.

„სერგო მეთოფიშვილზე არ ვაკეთებ კომენტარს, არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღების ხუთ წუთსაც კი,“- აცხადებს ანა დოლიძე.

სერგო მეთოფიშვილიმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ პოლიტიზებული, კოლექტიური დოლიძეები, ჯანეზაშვილები, სალაძეები და ა.შ. სრულ აგონიასა და ისტერიკაში არიან, მათი უზნეობა პიკს აღწევს. „დარწმუნებით ვეუბნები კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურს, თქვენი ბინძური თავდასხმების შედეგად სასამართლო ხდება უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი“, -წერს მეთოფიშვილი.