ანა დოლიძე - საარჩევნო პროცესში სააკაშვილის აქტიური გამოჩენა  საკუთარი ამომრჩევლებისა და პარტიის წევრების გამხნევების მცდელობაა, თუმცა ეს „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს
ანა დოლიძე - საარჩევნო პროცესში სააკაშვილის აქტიური გამოჩენა  საკუთარი ამომრჩევლებისა და პარტიის წევრების გამხნევების მცდელობაა, თუმცა ეს „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს

საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის აქტიური გამოჩენა  საკუთარი ამომრჩევლებისა და პარტიის წევრების გამხნევების მცდელობაა, თუმცა ეს „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს, – ამის შესახებ მოძრაობის „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ერთ პოლუსზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა მეორე პოლუსზე ბიძინა ივანიშვილის ფიგურას  აძლიერებს.

„მიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი შესაძლებლობა და დაპირება ჰქონდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და ეს არასოდეს არ შესრულდა. ვფიქრობ, საარჩევნო პროცესში ეს აქტიური გამოჩენა არის მცდელობა, გაამხნევოს საკუთარი პარტიის წევრები და საკუთარი ამომრჩეველი, მცდელობა, რომ მათ იმედი ჩაუსახოს, მაგრამ ძალიან სამწუხარო ეფექტი აქვს ამას. სააკაშვილის გამოჩენა აპრიორი აძლიერებს „ქართული ოცნების“ თავდაპირველ ელექტორატს და ბიძინა ივანიშვილის შესაძლებობას, მობილიზება გაუკეთოს თავის უშუალო ამომჩეველს, რომელსაც სხვა შემთხვევაში შეიძლება, არჩევანი მესამე ძალებზე გაეკეთებინა. ერთ პოლუსზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა აძლიერებს მეორე პოლუსზე ბიძინა ივანიშვილის ფიგურას. ეს არის ძალიან სამწუხარო ეფექტი მიხეილ სააკაშილის გამოჩენისა, თუმცა ვფიქრობ, მისი დღისწესრიგი არის საკუთარ ამომრჩევლის შთაგონება, რომელსაც ბოლო რვა წელია ლიდერი არ ჰყოლია. ეს ამომრჩევლისთვის ძალიან რთულია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. აღნიშნულის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.