ანა დოლიძე - ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, ჰოლანდიაშია რეგისტრირებული და მისი ამოცანა რუსეთის გასამართლებაა
ანა დოლიძე - ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, ჰოლანდიაშია რეგისტრირებული და მისი ამოცანა რუსეთის გასამართლებაა

ეს არის შავი პიარკამპანია იმისათვის, რომ მართლმსაჯულების პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანონ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ სერგო მეთოფიშვილის ბრლდებებზე საპასუხოდ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ორგანიზაცია, რომელთანაც ის ვთანამშრომლობდი, არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული, რომლის ამოცანა, დოლიძის განცხადებით, არის და იყო რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის.

„ეს ხაზი ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული იყო 2015 წელს, როდესაც დავიწყე სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. ეს არის ცილისმწამებლური კამპანია, რომლის მიზანია, ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ მაგალითად, მოსამართლები ჭორაობენ და არა ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობენ, რა სავალალო მდგომარეობაცაა სასამართლოში და გავარჩიოთ ჭორები იმისთვის, რომ უბრალოდ გაჩუმდეს ადამიანი, რომელიც არაკომფორტულ კითხვებს სვამს.

ორგანიზაცია, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი, არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომლის ამოცანა არის და იყო რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის.

უმეტესი საქმეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთში ჩადენილი დარღვევებისთვის სწორედ ამ ორგანიზაციის წარმოებულია.

ამიტომ სამწუხაროა, რომ მოსამართლე დადის ჭორაობის დონეზე. როდესაც მოსამართლე ასე ექცევა მის კოლეგას, მე წარმომიდგენია როგორი სტანდარტით ასამართლებს ის ადამიანებს.

მე, როგორც ადამიანის უფლებათა მკვლევარი, ვიმყოფებოდი 2008 წლის ომის შემდეგ აგვისტოში გორის მიდამოებში, რომ მენახა რა ტიპის დარღვევები ჩაიდინა რუსეთმა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ომის სამართალთან მიმართებაში”“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, საბჭოს წევრი ანა დოლიძე ორგანიზაცია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ თანამშრომლობდა, რომელსაც სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები აქვს შეტანილი.

როგორც მეთოფიშვილი აცხადებს, აღნიშნული ორგანიზაცია კვლევებს რუსეთის სასარგებლოდ ამზადებდა.