სერგო მეთოფიშვილი - ანა დოლიძე „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ თანამშრომლობდა
სერგო მეთოფიშვილი - ანა დოლიძე „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ თანამშრომლობდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, საბჭოს წევრი ანა დოლიძე ორგანიზაცია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ თანამშრომლობა, რომელსაც, მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები აქვს შეტანილი.

როგორც მეთოფიშვილი აცხადებს, აღნიშნული ორგანიზაცია კვლევებს რუსეთის სასარგებლოდ ამზადებდა.

„ორი ფაქტობრივი, უდავო გარემოება დავადგინე ინტერნეტ სივრცეში, პირველი – რომ ქალბატონი ანა დოლიძე თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა”. მეორე ფაქტობრივი გარემოება – როდესაც ის თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან, ზუსტად ამ პერიოდში ამ ორგანიზაციას შეტანილი აქვს სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ესაა მნიშვნელოვანი გარემოება.

ეს ორგანიზაცია ოკუპანტის სასარგებლოდ ატარებდა კვლევებს და შეიტანა კიდეც სარჩელები. აღნიშნულ ორგანიზაციას 2008 წლის აგვისტოდან, ნოემბრის ჩათვლით, შეტანილი აქვს სარჩელები”,- განაცხადა მეთოფიშვილმა.

 

დატოვე კომენტარი