ანა დოლიძე - იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე, „კლანს“ აქვს სრული საშუალება, რომ ის სასამართლოში ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს
ანა დოლიძე - იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე, „კლანს“ აქვს სრული საშუალება, რომ ის სასამართლოში ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს

იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე, „კლანს“ აქვს სრული საშუალება, რომ ის სასამართლოში ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლძემ, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრაზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძის შეფასებით, პროცესი დაშორებულია კონკურსის იდეას.

„მე, ამას კონკურსს არ ვუწოდებდი. ეს არის „კლანის“ დიდი გადალაგება. პროცესი ძალიან დაშორებულია კონკურსის იდეას და „კლანის“ წევრები გადალაგდნენ ერთი თანამდებობიდან მეორეზე. ამის საშუალებას იძლევა ის სრული ფარსი, რომელიც საქართველოს პარლამენტს შექმნილი აქვს საკონკურსო პროცედურის საშუალებით.

როგორც არაერთხელ ვთქვი, იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე „კლანს“ აქვს სრული საშუალება, რომ ის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს სასამართლოში. ამ პროცესს კონკურსთან საერთო ძალიან ცოტა აქვს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი განმარტებით, კენჭისყრის პროცედურაში, როგორც საბჭოს წევრი, მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამას სიმბოლური ფორმა აქვს.

„მე, როგორც საბჭოს წევრი, ვახორციელებ ჩემს უფლებამოსილებას და ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე შესაბამისი ქულებიც დავწერე. თუმცა ეს პროცესი იმდენად ფასადურია, რომ საბჭოს უმრავლესობას შეუძლია, დასაბუთების, ქულების მისადაგების გარეშე, საკუთარი კოლეგები გადაალაგოს სასამართლოს შიგნით ისეთ თანამდებიბეზე, როგორც სურს.

ამის შესაძლებლობას იძლევა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არის მოტივირებული, რომ სწორედ ამ „კლანს“ ჩაუგდოს ხელში საბოლოო ჯამში სასამართლო ძალაუფლება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა იმართება.

საბჭოს 43 ვაკანტურ ადგილზე არჩევანის გაკეთება 78 კანდიდატს შორის მოუწევთ. კანდიდატებს შორის არიან როგორც საბჭოს მოქმედი 4 წევრი( გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო) ასევე უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში დასახელებული პორები, გახმაირებული საქმის მოსამართეები და 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე კანდიდატევი, რომლებსაც უვადოდ გამწესება სურთ

დატოვე კომენტარი