ანა დოლიძე - გიორგი ქობულია არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა
ანა დოლიძე - გიორგი ქობულია არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა

არ შეიძლება, ადამიანი საღეჭი რეზინივით დაღეჭო და გადააგდო, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, საქართველოში უახლესი პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თანამდებობებიდან „ქრებიან“, რაც საშიში ტენდენციაა.

„გიორგი ქობულია არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა. მან თავის თავზე აიღო გამბედაობა, საუბარი დაიწყო იმ მიზეზებზე, რის გამოც თანამდებობიდან წასვლა მოუწია. ეს არის ძალიან დასაფასებელი , რათა აღვკვეთოთ ტენდენცია, ვინმე საქართველოში მოქალაქეებს ექცეოდეს ისე, როგორც საღეჭ რეზინს. ასე მოხდა ნინო გვენეტაძესთან, ძალიან ბევრ მაღალი თანამდებობის პირთან მიმართებაში, რომელიც უბრალოდ, პოლიტიკური სპექტრიდან გაქრა. მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ეს იყო ძალიან საშიში ტენდენცია. მისი პოზიცია მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.