ამხანაგური მატჩი ქუთაისში - „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა
ამხანაგური მატჩი ქუთაისში - „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა

ეროვნული ლიგის გუნდებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ამხანაგური მატჩი გამართეს – ქუთაისის „ტორპედომ“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ანგარიში ტორპედოელთა შემტევმა დავით იონანიძემ გახსნა, რომელიც შეცვლაზე შევიდა. მანვე ქუთაისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ბათუმელთა მხრიდან, ანგარიში ბენჯამენ ტეიდიმ შეამცირა, მოგვიანებით კი რეინალდომ ანგარიში გაათანაბრა 2:2. მატჩის მიწურულს გიორგი ფანცულაიამ „ტორპედო“ წინ გაიყვანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა ქუთაისელთა სასარგებლოდ.

ტორპედო-ბათუმის დინამო 3:2

გოლები: 1:0 იონანიძე, 2:0 იონანიძე, 2:1 ტეიდი, 2:2 რეინალდო, 3:2 ფანცულაია

ტორპედო: შოვნაძე, ტაბატაძე, ადამაძე, მირცხულავა, ნადარაია, თორნიკე გრიგალაშვილი, მამასახლისი, შარვაშიძე, ივანიშვილი, ციცქიშვილი, ფანცულაია

ბათუმის დინამო: ალავიძე, ობოაბონა, გაგოშიძე, მამუჩაშვილი, ჩალაძე, ტეიდი, თევდორაძე, მანჯგალაძე, გონსალვესი, რეინალდო, დვალიშვილი.