ამხანაგური მატჩი | არგენტინამ ჰონდურასს ორი უპასუხო გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სტარტამდე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრებმა. მან „კაილ ფილდის“ სტადიონზე (კოლეჯ სტეიშენი, აშშ) 2:0 დაამარცხა ჰონდურასი.
მსოფლიო ჩემპიონებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ლაუტარო მარტინესმა 37-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, 55-ე წუთზე მანვე ჯულიანო სიმეონეს გაატანინა.
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე J ჯგუფში ითამაშებს ალჟირთან, ავსტრიასა და იორდანიასთან ერთად.