ამხანაგური მატჩები თურქეთის წინააღმდეგ – 17-წლამდე ნაკრები შესარჩევისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები თურქი თანატოლების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – მატჩები 25 და 27 ივნისს რუსთავის აკადემიის მოედანზე 20:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მატჩებისთვის, 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი ხიზანიშვილმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა.
U17:
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი)
მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი გოგატიშვილი, გიგი შენგელია (ორივე – სფფ-ის აკადემია), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიგი გოგია (ქვინზ პარკ რეინჯერსი, ინგლისი)
ნახევარმცველები: დათა ინაიშვილი, გიორგი კანკია, ავთანდილ მაშავა, საბა სამუშია, თემურ ოდიკაძე (ყველა – სფფ-ის აკადემია), ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი (ორივე – დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე, გიორგი ჩაჩუა (ორივე – საბურთალო)
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია, ვახტანგ სალია (ორივე – დინამო თბილისი).
17-წლამდე ასაკობრივი ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს ოქტომბრიდან დაიწყებს. ჯგუფში საქართველოს ნაკრები ინგლისს, ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
25 ოქტომბერი
საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი
საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი
საქართველო V ლიეტუვა