ამირან გამყრელიძე - ჩემი რეკომენდაციაა, საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს
ამირან გამყრელიძე - ჩემი რეკომენდაციაა, საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-ბალარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული რეკომენდაციაზე უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრა.

„მჩემი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზეც ვთქვი. ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ ​სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს დაუტოვა. საქართველოში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

8 ოქტომბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. პირველ ოქტომბერს, უეფა-ს საგანგებო აღმასკომზე გადაწყდა, რომ ოქტომბერში უეფა-ს ეგიდით გასამართ ყველა შეხვედრას სტადიონზე გულშემატკივრის 30 პროცენტი დაესწრება. უეფა-ს გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა, საქართველო-ბელარუსის მატჩს დაახლოებით 18 000 მაყურებელი დაესწროს. თუმცა, მატჩებზე მაყურებლის დასწრებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

დატოვე კომენტარი