ამირან გამყრელიძე - ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მიცვალებულებს მივაგებდით პატივს, მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ, რათა არ დაგვემართოს იმ ქვეყნებივით, სადაც ასეულობით ადამიანი იღუპება
ამირან გამყრელიძე - ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მიცვალებულებს მივაგებდით პატივს, მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ, რათა არ დაგვემართოს იმ ქვეყნებივით, სადაც ასეულობით ადამიანი იღუპება

ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მიცვალებულებს მივაგებდით პატივს, მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ, რათა არ დაგვემართოს იმ ქვეყნებივით, სადაც ასეულობით ადამიანი იღუპება, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო დღეები ქვეყნისთვის კრიტიკულია.

„ჩვენი თაობა, არც ერთი დღეს საქართველოში მცხოვრებნი, შეიძლება ერთეული ადამიანის გარდა, არ მოსწრებია მსგავს პანდემიას. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ამისთვის მხოლოდ ერთი იარაღია – ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს ერთ ადგილზე, ეს იქნება სახლში, სადმე სხვაგან, თუ ჩვენთვის ყველასთვის სალოცავ ტაძრებში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, ქვეყნისთვის ეს ოთხი დღე კრიტიკულია, მომავალი შვიდი დღე, ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებულად დიდი, ბრწყინვალე შვიდეულის დღეები, როცა ჩვენს მიცვალებულებთან მივდიოდით და ვაგებდით მათ ხსოვნას პატივს. მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ, რათა ჩვენ არ დაგვემართოს ის, რაც არ დავასახელებ იმ ქვეყნებს, სადაც ეს პროცესი სავალალოდ წარიმართა და სადაც დღესაც, სამწუხაროდ, ასეულობით ადამიანი იღუპება ყოველდღე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, წელს არ წავიდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე.