ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე კვლევები დღეს ე.წ. ელიავას ბაზრობაზეც ჩატარდება

07:31, 02.08.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსზე კვლევები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ჩატარდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ​კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება სხვა ბაზრობებზეც.

„ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4 300-მდე ადამიანია გამოკვლეული. დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული.

ჯერჯერობით, დინამოს ბაზრობაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ, ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი