ამერიკული მედია - შარაპოვამ სეზონი ნაადრევად დაასრულა
ამერიკული მედია - შარაპოვამ სეზონი ნაადრევად დაასრულა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, ამ სეზონის არც ერთ ტურნირში არ მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ თავის „ტვიტერზე“ გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტმა, ბენ როტერბერგმა დაწერა.

„მარია შარაპოვა ასრულებს 2018 წლის სეზონს. ის არ ითამაშებს არც პეკინში, არც ტიანძინში და არც მოსკოვში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ სპორტსმენმა დასვენება და ძალების მოკრება გადაწყვიტა. შარაპოვა აპირებს დაუბრუნდეს კორტს 2019 წლის დასაწყისში. ეს მოხდება შენჟენის ტურნირზე“, – დაწერა როტენბერგმა.

წელს შარაპოვამ 11 ტურნირში მიიღო მონაწილეობა, არც ერთხელ არ გასულა ფინალში და ორჯერ მიაღწია ნახევარფინალურ ეტაპამდე.