ამერიკის ქალთა ნაკრები ფეხბურთში წლის გუნდად დასახელდა
ამერიკულმა სპორტულმა სატელევიზიო არხმა „იესპიენმა“ (ESPN) საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარა, რომელზეც საუკეთესო ნაკრებად ამერიკის ქალ ფეხბურთელთა გუნდი დასახელდა.
2019 წელს ამერიკელი ქალები საფრანგეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. მათ ფინალში ჰოლანდიას ანგარიშით 2:0 სძლიეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ქალთა ნაკრები 2000 და 2015 წლებშიც ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.
All we do is win win win no matter what. It’s been a WEDNESDAY, y’all. pic.twitter.com/arfjF6m7kF
— U.S. Soccer WNT (@USWNT) 11 July 2019