ამერიკელი სენატორი აშშ-ის ფეხბურთში გენდერული თანასწორობის დაცვას ითხოვს
ამერიკელმა სენატორმა ჯო მენჩინმა განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უარის თქმას მამაკაცებს შორის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფედერალურ დაფინანსებაზე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაცია არ დათანხმდება თანაბარი ხელფასის გადახდას მამაკაცისა და ქალების ნაკრების წევრებისთვის.
7 ივლისს, აშშ-ის ქალთა ნაკრებმა მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ფინალში ამერიკელებმა ჰოლანდია 2:0 დაამარცხა.
ქალი ფეხბურთელების ამ გამარჯვებამ ახალი ძალით მოახდინა ამერიკულ ფეხბურთში შრომის ანაზღაურების მხრივ გენდერული უთანასწორობის თემის განხილვის პროვოცირება.
“ეს მიუღებელია და მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების მოგებამ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. მოვუწოდებ ყველას – მიმართონ საკუთარ სენატორებს და წარმომადგენლებს, რათა დაგვეხმარონ ამ კანონპროექტის მიღებაში და ბოლოს და ბოლოს, გადავუხადოთ მათ ის თანხა, რომელსაც იმსახურებენ”, – მოჰყავს პოლიტიკოსის სიტყვები გამოცემა USA Today-ს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.