ამერიკელი სამხედროების ავტოკოლონა სირიის ქალაქ ქამიშლიში შევიდა
ამერიკელი სამხედროების ავტოკოლონა სირიის ქალაქ ქამიშლიში შევიდა

ამერიკელი სამხედროების ავტოკოლონა სირიის ქალაქ ქამიშლიში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „არაბ 24“-ი ავრცელებს. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ამერიკელი სამხედროები დეირ ეზ ზორის პროვინციაში ნავთობის საბადოების დასაცავად გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამერიკელმა ჯარისკაცებმა სირია დატოვეს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი სირიის აღმოსავლეთ ნაწილში დარჩება და ნავთობის საბადოებს ტერორისტებისგან დაიცავს.