მეორე მჩატე წონაში ამერიკელი მოკრივე ჯონ ვანმეტერი 12 წლის ბავშვმა საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს.
`მოკრივე დროს ატარებდა საკუთარ სახლში მეგობარ გოგონასთან ერთად. ამ მომენტში, ვიღაცამ კარის გაღება სცადა. ვანმეტერი ვითარების გასარკვევად კარისკენ წავიდა, გოგონამ კი პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს სახლში მოკრივის გვამი დახვდათ – სპორტსმენი 12 წლის ბიჭმა მოკლა. მკვლელი მოწმეებმა ამოიცნეს და არასრულწლოვნების წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს“, – იტყობინება boxingscene.com.
ჯონ ვანმეტერს პროფესიულ რინგზე ექვსი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული.