კრაუზეს ოჯახი, რომელიც Krause Group-ის მფლობელია, გეგმავს, რომ იტალიურ კლუბ „პარმას“ აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინოს, – იუწყება Financial Times.
ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერები კლუბის ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებენ და „პარმას“ აქციების 60 პროცენტის მფლობელები გახდებიან.
თუ გარიგება შედგა, „პარმა“ მეოთხე იტალიური კლუბი გახდება, რომელსაც ამერიკელი ინვესტორები ჩაუდგებიან სათავეში. ამერიკული კომპანიები ფლობენ „მილანის“, „რომასა“ და „ფიორენტინას“ აქციების საკონტროლო პაკეტს.