ლეგენდარული კუბელი მოკრივე, ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ხოსე ნაპოლესი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იტყობინება მსოფლიოს საკრივო საბჭოს პრესსამსახური (WBC).
„მსოფლიოს საკრივო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ნახევრადსაშუალო წონაში ერთ-ერთი უდიადესი ჩემპიონის გარდაცვალების გამო. დაუნდობელი მოკრივე რინგზე, მის მიღმა კეთილ ჯენტლმენად რჩებოდა. მადლობა დიადი მოგონებებისთვის“, – წერია შეტყობინებაში.
1969 წელს, ნაპოლესმა WBC-სა და WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საშუალო წონაში. 1969-75 წლებში, მან 13-ჯერ წარმატებით დაიცვა საჩემპიონო ქამარი, მთელს კარიერაში 81 გამარჯვება მოიპოვა (54 – ნოკაუტით) და შვიდჯერ წააგო. 2015 წლამდე, კუბელი რეკორდსმენი იყო მოჰამედ ალისთან ერთად ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლების გამარჯვებების რაოდენობით – 14. თავისი ბოლო ბრძოლა მან 1976 წელს ჩაატარა.
1969 წელს, ნაპოლესი ჟურნალ „რინგის“ (Ring) ვერსიით წლის მოკრივე გახდა. 1990 წელს, კუბელი კრივის დიდების საერთაშორისო დარბაზში შეიყვანეს.