ავიაკომპანია „ამერიკან ეარლაინსი“ მილანში ფრენებს ზღუდავს. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, კომპანია აჩერებს მილანში ფრენებს ნიუ იორკიდან და მაიამიდან. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ფრენების შეზღუდვა 24 აპრილამდე არის დაგეგმილი. კომპანია მიზეზად მგზავრთა შემცირებულ ნაკადს ასახელებს.
აშშ-ის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს იტალიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1 128-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 29 ადამიანი.