ალვარესისა და სონდერსის ბრძოლა ჩაშლის პირასაა
ალვარესისა და სონდერსის ბრძოლა ჩაშლის პირასაა

ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის საულ ალვარესისა (52-1-2, 36 KO) და მეორე საშუალო წონაში WBO-ის ტიტულის მფლობელი ბილი ჯო სონდერსის (29-0, 14 KO) ბრძოლა ჩაშლის პირასაა, – წერს ESPN-ის მიმომხილველი მაიკ კოპინჯერი.

წყაროს ცნობით, ნევადას შტატის ათლეტურმა კომისიამ აკრძალა კრივისა და შერეული ორთაბრძოლების საღამოები კორონავირუსის გამო. ბრძოლა უნდა გაიმართოს სწორედ ნევადას შტატის ტერიტორიაზე. ახლა, კრივის საღამოს ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არის.