ალუდა ღუდუშაური - სამწუხაროა, რომ საქართველოს სააკაშვილისნაირი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა, დანამდვილებით გეუბნებით, ის უკრაინიდან არ გასულა, ასეთ სასაცილო ფეიკნიუსს საკუთარ პარტიაშიც ვერ ყიდის
ალუდა ღუდუშაური - სამწუხაროა, რომ საქართველოს სააკაშვილისნაირი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა, დანამდვილებით გეუბნებით, ის უკრაინიდან არ გასულა, ასეთ სასაცილო ფეიკნიუსს საკუთარ პარტიაშიც ვერ ყიდის

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი ჰყავდა. მას კვლავ აქვს დაუოკებელი ჟინი, დაბრუნდეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველგვარ ზღვარს მიღმაა ისეთი კომიკური და სასაცილო პერსონაჟი, როგორადაც ყოფილი პრეზიდენტი იქცა.

„არც ერთ ზრდასრულ ადამიანს ასეთი მარტივი ფეიკის არ სჯერა, რადგან ბუნებით ისეთ მხდალ და მშიშარა პიროვნებას, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, არ აქვს გამბედაობა, წარდგეს ქართველი ხალხისა და მართლმსაჯულების წინაშე. ღიმილისმომგვრელია, როდესაც რამდენიმე დღის წინ რაღაც ბილეთის ჯავშანი გამოაქვეყნა და ახლა უკვე სამარცხვინო, სასაცილო ფეიკნიუსს ავრცელებს. ჩვენი ქვეყნის სამწუხარო მოცემულობაა, რომ ოდესღაც საქართველოს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა. დანამდვილებით გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება – სააკაშვილი უკრაინაშია. დარწმუნებით გეუბნებით, ის უკრაინიდან არ გასულა. მიხეილ სააკაშვილი ასეთ სასაცილო და სამარცხვონო ფეიკნიუსს საკუთარ პარტიაშიც ვერ ყიდის. როგორც კი გაბედავს და საქართველოს ტერიტორიას შეეხება, დაპატიმრებული იქნება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.