ალკარასმა ჯოკოვიჩი დამაჯერებლად დაამარცხა და უიმბლდონი ზედიზედ მეორედ მოიგო #1TVSPORT
უიმბლდონი 2024-ის ფინალურ მატჩში ერთმანეთს ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.
21 წლის ესპანელმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში დაამარცხა – 6:2, 6:2, 7:6(4).
შევედრა ორი საათი და 26 წუთი გაგრძელდა. პირველი ორი სეტი ალკარასის სრული დომინაციით წარიმართა, მესამეში კი ჯოკოვიჩმა მატჩის ბედის შემოტრიალება სცადა, მაგრამ საბოლოდ აქაც მარცხი იწვნია 7:6.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ესპანელს უკვე ორჯერ აქვს უიმბლდონი მოგებული, დიდი სლემის ტურნირები კი – ოთხჯერ.
ალკარასსა და ჯოკოვიჩს შორის პირად შეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა – 3-3.