ალკარასი რეიტინგის სათავეში დაბრუნდა, ნადალმა 2005 წლის შემდეგ პირველად დატოვა TOP 10 #1TVSPORT
ალკარასი რეიტინგის სათავეში დაბრუნდა, ნადალმა 2005 წლის შემდეგ პირველად დატოვა TOP 10 #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალ რეიტინგში ლიდერი შეიცვალა – ინდიან უელსის „მასტერსის“ მოგების შემდეგ კლასიფიკაციას ისევ ჩაუდგა სათავეში ესპანელი კარლოს ალკარასი, რომელმაც მეორე პოზიციაზე ჩამოაქვეითა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის იყო, რომ ესპანელმა რაფაელ ნადალმა 2005 წლის შემდეგ პირველად დატოვა რეიტინგის TOP 10 – მეცხრედან მე-13 ადგილამდე დაქვეითდა.

რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება:

1 (2). კარლოს ალკარასი (ესპანეთი) – 7420

2 (1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 7160

3 (3). სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 5770

4 (4). კასპერ რუუდი (ნორვეგია) – 5560

5 (6). დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 4330

6 (10). ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) – 3415

7 (7). ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 3390

8 (8). ჰოლგერ რუნე (დანია) – 3325

9 (11). ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი) – 3065

10 (5). ტეილორ ფრიტცი (აშშ) – 2975