ალკანტარა „ლივერპულში“ გადადის
ალკანტარა „ლივერპულში“ გადადის

„ლივერპულმა“ „ბაიერნის“ ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი შეათანხმა, – იუწყება The Athletic-ის მიმოხილველი დევიდ ორნშტეინი.

ჟურნალისტის ინფორმაციით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ინგლისურ კლუბს ალკანტარას ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

გასულ სეზონში ტიაგო ალკანტარამ „ბაიერნის“ შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.