ალკანტარა „ლივერპულში“ გადადის
„ლივერპულმა“ „ბაიერნის“ ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი შეათანხმა, – იუწყება The Athletic-ის მიმოხილველი დევიდ ორნშტეინი.
ჟურნალისტის ინფორმაციით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ინგლისურ კლუბს ალკანტარას ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
გასულ სეზონში ტიაგო ალკანტარამ „ბაიერნის“ შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
Exclusive: Liverpool agree deal to sign Spain midfielder Thiago Alcantara from Bayern Munich for a fee of around €30m. Talks have accelerated since Monday after #FCBayern officials made clear they wanted it done before Bundesliga start @TheAthleticUK #LFC https://t.co/HfNjTYqJlG
— David Ornstein (@David_Ornstein) September 17, 2020