ალისონი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელია
ალისონი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელია

„ლივერპულის“ მეკარემ ალისონმა გაიმარჯვა გამოკითხვაში, რომელსაც უნდა გამოევლინა ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელი. „ოქროს სამბას“ პრიზისთვის ბრძოლაში მეკარემ ხმების 35.54 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ალისონის თანაგუნდელი რობერტო ფირმინო (23.48 პროცენტი). პირველ სამეულში მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანი ტიაგო სილვა (8.03 პროცენტი).

ნომინაციაში გამარჯვებულს არკვევდნენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ყოფილი ფეხბურთელები. ალისონი პირველი მეკარეა, ვინც ეს პრიზი მოიპოვა.

2019 წელს, ალისონმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.