„ლივერპული“ ახლოს არის ალისონის ახალ კონტრაქტთან #1TVSPORT
epa09223547 Liverpool goalkeeper Alisson greets the supporters after the English Premier League soccer match between Liverpool FC and Crystal Palace in Liverpool, Britain, 23 May 2021. EPA-EFE/Paul Ellis / POOL EDITORIAL USE ONLY. No use with unauthorized audio, video, data, fixture lists, club/league logos or 'live' services. Online in-match use limited to 120 images, no video emulation. No use in betting, games or single club/league/player publications.
„ლივერპული“ უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტს გააფორმებს ბრაზილიელ მეკარე ალისონთან. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა Sky Sport Italia-ს მიმომხილველმა ფაბრიციო რომანომ.
აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. 28 წლის მეკარესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მუშაობა დასკვნით სტადიაშია და დარჩენილია შეთანხმების რამდენიმე პუნქტზე მოლაპარაკება.
ალისონი „ლოვერპულში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა. მერსისაიდელთა რიგებში ბრაზილიელი ინგლისის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგისა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული, აგრეთვე, უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, მან 2019 წელს კოპა ამერიკა მოიგო.