„ლივერპულმა“ ჰალანდი და „მანჩესტერ სიტი“ შეაჩერა, სალაჰმა ალისონის პასით გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

22:03, 16.10.2022

პრემიერლიგის მე-11 ტურში სეზონში პირველად დამარცხდა ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ენფილდზე“ სტუმრად წააგო „ლივერპულთან“ – 0:1.

ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე მეკარე ალისონის პასით მოჰამედ სალაჰმა გაიტანა. ბრაზილიელი მეკარისთვის ეს არის მეორე შედეგიანი პასი 2022 წელს – 19 თებერვალს მან ასევე სალაჰს გაატანინა „ნორვიჩის“ წინააღმდეგ. თავად ეგვიპტელმა ფორვარდმა 22 აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა – მას ხუთმატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა.

„ლივერპულმა“ „სიტისთან“ წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გააგრძელა, მოგებების სერია – სამ მატჩამდე. ბოლოს მანჩესტერელებმა „ლივერპულს“ 2021 წლის თებერვალში მოუგეს.

ამ წაგების შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ 23 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და ლიდერ „არსენალს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. „ლივერპული“ 13 ქულით მერვე ადგილზეა.

 

 

მსგავსი