სარაევოში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.
მოკლე პროგრამაში ურუშაძე მეოთხე პოზიციაზე გავიდა, თავისუფალში – მეშვიდეზე. ორი პროგრამის ჯამში კი 151.29 ქულა დააგროვა და საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში კონტინენტის უძლიერეს 29 მოციგურავეს შორის მეექვსე შედეგი აჩვენა.
მორიგი მნიშვნელოვანი სტარტი ალინა ურუშაძეს მარტში ელის, როცა ხორვატიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება.