ალექსის მური - დარწმუნებული ვართ, საქართველო გახდება საუკეთესო ადგილი რეგიონში საარბიტრაჟო დავების განხილვისთვის
ალექსის მური - დარწმუნებული ვართ, საქართველო გახდება საუკეთესო ადგილი რეგიონში საარბიტრაჟო დავების განხილვისთვის

დარწმუნებული ვართ, საქართველო გახდება საუკეთესო ადგილი რეგიონში საარბიტრაჟო დავების განხილვისათვის, – ამის შესახებ საერთაშორისო-სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარემ ალექსის მურმა საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლო ითანამშრომლებს საქართველოსთან და მხარს დაუჭერს მას საარბიტრაჟო სისტემის განვითარებასა და არბიტრაჟის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაში.

„დღევანდელი დღე საერთაშორისო-სავაჭრო პალატის არბიტრაჟსა და საქართველოს მთავრობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია. ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით − თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, რომლის თანახმად, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლო ითანამშრომლებს საქართველოსთან და მხარს დაუჭერს მას საარბიტრაჟო სისტემის განვითარებასა და არბიტრაჟის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაში.

დარწმუნებული ვართ, საქართველო გახდება საუკეთესო ადგილი რეგიონში საარბიტრაჟო დავების განხილვისათვის. ამისათვის თქვენ, ძალიან კარგ პერსპექტივებთან ერთად, უკვე გაქვთ მეტად მნიშვნელოვანი პროგრესი კანონმდებლობასა და სასამართლოებში. და რაც განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია, საქართველოში არსებული მართლმსაჯულების სისტემა იძლევა შესაძლებლობას არბიტრაჟის განვითარებისათვის. სწორედ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაა არბიტრაჟის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და საფუძველი“, – განაცხადა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარემ.

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დასაფუძნებლად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.