ალექსეი რეზნიკოვი – საქართველო, მოლდოვა და ეკვადორი „რამშტაინის ფორმატს“ შეუერთდნენ, ნატო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, მადლობა ყველას
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „რამშტაინის“ შეხვედრის შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინის არმია მზად არის, გამოიყენოს თავისი ახალი ინსტრუმენტები ბოროტი ძალების წინააღმდეგ.
„რამშტაინის სამი შედეგი: საქართველო, მოლდოვა და ეკვადორი კლუბს შეუერთდნენ, მეტ შეიარაღებას მოგვაწვდის აშშ (155 მმ იარაღი, ჰაიმარსი, ჰარპუნები და მეტი), ვერტმფრენები სლოვაკეთისგან, არტილერია კანადის, პოლონეთისა და ნიდერლანდებისგან, ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები გერმანიისგან და კიდევ რაღაც. მადლობა ყველას. უკრაინის არმია მზად არის, გამოიყენოს თავისი ახალი ინსტრუმენტები ბოროტი ძალების წინააღმდეგ. უკრაინა განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას. ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ერთიანობა აქვს. უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს რეზნიკოვი.
#Ramstein 3 Results
🇬🇪🇲🇩🇪🇨 joined the club;
more arms to be supplied by 🇺🇲 (155 mm guns, HIMARS, Harpoons and more);
helicopters from 🇸🇰;
artillery from 🇨🇦🇵🇱🇳🇱;
MLRS from 🇩🇪;
… and something more .
Thank to all.#UAarmy is ready to use its new tools against evil forces.
(1/2) pic.twitter.com/3H94tJqvQe— Oleksii Reznikov (@oleksiireznikov) June 15, 2022