ალექსეი ნავალნის მოწამვლას, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა.
„გერმანია ნავალნის საშინელი მოწამვლის პასუხზე, ევროპისგან და ნატო-სგან სოლიდარობას ითხოვს. ისინი ამას მიიღებენ, თუმცა პუტინისგან გულწრფელი პასუხი ნაკლებსავარაუდოა. მოვიდა დრო, რომ გერმანიამ შეწყვიტოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის“ მშენებლობა, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, – წერს რასმუსენი.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.
Germany is asking for European and NATO solidarity in response to despicable @navalny poisoning. They will get it, but an honest answer from Putin is unlikely.
Time has come for Germany to halt Nord Stream 2 construction, before it’s too late.
— AndersFogh Rasmussen (@AndersFoghR) September 2, 2020