ალექსეი გონჩარენკო – მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, იტალიის თავდაცვის სამინისტროში მუშაობა შესაძლოა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში შეხვედრაზე იყო დაბარებული.
როგორც უკრაინელი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ფედოროვის მიერ ქვეყნის დატოვება პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების სერიოზული შეურაცხყოფაა.
ამასთან, გონჩარენკოს განცხადებით, ფედოროვის მიერ იტალიის თავდაცვის სამინისტროში მუშაობა შესაძლოა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს.
„უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში შეხვედრაზე იყო დაბარებული, ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების სერიოზული შეურაცხყოფაა. თუმცა, ამასთანავე, ეს ქმნის საფრთხეს, რომ შესაძლოა, გაჟონოს ინფორმაციამ ჩვენი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ფედოროვის მიერ იტალიის თავდაცვის სამინისტროში მუშაობა შესაძლოა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს“, – წერს გონჩარენკო.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას დათანხმდა და მისი მრჩეველი გახდება.
Former Ukrainian Defence Minister @FedorovMykhailo fled Ukraine despite being summoned to a meeting of the Ukrainian Parliament’s Temporary Investigative Commission.
This is a serious insult to the Parliament and to Ukrainian society.
However it’s also a threat of leakage of…
— Oleksiy Goncharenko (@GoncharenkoUa) August 29, 2026