ალექსეი არესტოვიჩი - ომის დაწყებიდან დღემდე 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულთა რიცხვი 30 000-ს აღწევს, თუმცა, არესტოვიჩის განმარტებით, დაჭრილთა 96-98 პროცენტს კვლავ არმიაში აბრუნებენ.
აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ საკუთარი დანაკარგების შესახებ მხოლოდ ორჯერ განაცხადა. ბოლოს, 25 მარტის მონაცემებით, მხოლოდ 1 351 დაღუპულსა და 3 825 დაჭრილის შესახებ იუწყებოდა.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, მაისის მიწურულისთვის რუსეთს უკრაინაში ცოცხალი ძალის სახით 15 000-მდე მებრძოლის დანაკარგი ჰქონდა.