ალექსეი არესტოვიჩი – ბელარუსელ ჯარიკაცებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება არ სურთ

16:03, 21.03.2022

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ბელარუსელ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ სურთ.

„ბელარუსის მთავრობა მუდმივად აფასებს მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მათივე მონაცემების მიხედვით, სამხედროების 60% უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციას ნეგატიურად აფასებს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, ბელარუსელი სამხედროები დაძალების შემთხვევაშიც კი, ძლევამოსილების მაგალითს არ გამოავლენენ.

„ისინი ან ნეიტრალური იქნებიან, ან ძალიან ცუდად იბრძოლებენ, ან საერთოდ ჩვენ მხარეს გადმოვლენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი