ალექსანდრე რაქვიაშვილი - იმპორტის ან ექსპორტის შესაძლებლობის გარდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი გვაძლევს სინქრონიზაციის შესაძლებლობას ევროკავშირთან
ალექსანდრე რაქვიაშვილი - იმპორტის ან ექსპორტის შესაძლებლობის გარდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი გვაძლევს სინქრონიზაციის შესაძლებლობას ევროკავშირთან

გარდა იმპორტის ან ექსპორტის შესაძლებლობისა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი გვაძლევს სინქრონიზაციის შესაძლებლობას ევროკავშირთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ეს კაბელი ძალიან კარგი ისტორიაა. გარდა იმპორტის ან ექსპორტის შესაძლებლობისა, ეს ჩვენ გვაძლევს სინქრონიზაციის შესაძლებლობას ევროკავშირთან. მით უმეტეს, ამ ომის ფონზე ენერგოსისტემების ასეთი ტიპის გაერთიანება იქნება ძალიან სასარგებლო. პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კარგი ამბავია, მით უმეტეს, თუ ამას ისინი დააფინანსებენ, ხომ საერთოდ“,- განუცხადა რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.