ალექსანდრე იაშვილი – ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ნაკრების შემდეგი მწვრთნელი რამაზ სვანაძე იქნებოდა #1TVSPORT
„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ეროვნული ნაკრებიდან წასულ ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს წარმატებები უსურვა და მისი დანიშვნის მიზეზები ახსნა.
„მადლობა ვილი სანიოლს, რომლის ხელშიც საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ამ ყველაფერში ძალიან დიდია მისი დამსახურება და წარმატებას ვუსურვებ შემდეგ საქმიანობაში.
ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ნაკრების შემდეგი მწვრთნელი რამაზ სვანაძე იქნებოდა. მან ისტორიული შედეგი დააფიქსირა – ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ეროვნული ნაკრებშის მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო – მასთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
რამაზის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ და გვჯერა, რომ რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ნაკრებს შეუძლია 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიაროს“.